Login

C ჰეპატიტის მართვა

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

რას მოიცავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი?

  • სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების შესყიდვას;
  • შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე მოთხოვნის შესაბამისად, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების გამოყენებით;
  • მოსახლეობის ინფორმირებას C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე; 
  • მოსახლეობის სკრინინგის ჩატარებას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების ბაზაზე და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით; 
  • C ჰეპატიტზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;
  • C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;
  • კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.

ვინ არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტის მოსარგებლე?

პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპმონენტის მოსარგებლეები არიან:

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, კერძოდ: 

  • სამედიცინო პერსონალი 
  • ამბულატორიული პაციენტები;
  • დღის სტაციონარის პაციენტები (რომელთა სტაციონარში დაყოვნება არ აღემატება 24 საათს);
  • ზოგადი პოპულაცია.

ვის უნდა მიმართოთ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად?

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ დანართში მითითებულ სკრინინგული კვლევის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს/ფიზიკურ პირებს.

როგორ ხდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება?

ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №532 დადგენილების საფუძველზე, 2017 წლის დეკემბრიდან გაიზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა დიაგნოსტიკურ მომსახურებაზე, კერძოდ, სრულად მოიხსნა ფინანსური ბარიერი HCV core antigen მეთოდით კონფირმაციულ კვლევებზე, რაც ხშირ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ბენეფიციარების მკურნალობაში ჩართვას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი – 2 553939).